“ქართული ოცნება”: შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, გორი-კასპის და ხაშური-ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გადადებულია

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, 24 და 25 აგვისტოს, შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილისა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენა გადადებულია.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები