შატილის გზაზე ავარიის დროს სამივე დაშავებული პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პირი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, სამივე დაშავებული ქალია.

მედიკოსების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, სოფელ ბისოსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 -მძიმედ დაშავდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები