კახა კალაძე შატილის ავარიაზე: მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს, სიტყვები უძლურია ასეთ დროს
მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს, სიტყვები უძლურია ასეთ დროს – ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე შატილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც 17 ადამიანი დაიღუპა.
კალაძე იმედოვნებს, რომ დაშავებულთა გადარჩენას ექიმები მოახერხებენ.
“დღეს მომხდარმა საშინელმა ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა. მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს. სიტყვები უძლურია ასეთ დროს… ვიმედოვნებთ, რომ სამი გადარჩენილი მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან”, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოსთან, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრიდან ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.