გახარია: უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოფელ ბისოსთან მომხდარ ავარიას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლის გადასარჩენად.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს.

ინტენსიურად მიმდინარებს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას”, – წერს გიორგი გახარია “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სიფელ ბისოსთან, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 – მძიმედ დაშავდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები