პრეზიდენტი შატილში ავარიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. განცხადება პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს,“- აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ,სოფელ ბისოსთან, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები