ბათუმში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა – შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ბათუმში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობაში ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამაშველოს 2 ეკიპაჟი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახი დროებით საცხოვრებელშია გადაყვანილი. მათივე ცნობით, ზარალის დათვლის  შემდეგ, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები