არჩილ თალაკვაძე: შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან, ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შატილში ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ სამძიმარს გამოთქვამს. მისი თქმით, მომხდარი მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.
“შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.
ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას მაშველები და ექიმები შეძლებენ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.