უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხაში
ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მაზანდარის უბანში სახლები და თხილის პლანტაციები დაიტბორა.
ადგილობრივების განცხადებით, მათ თხილის წლევანდელი მოსავალი გაუნადგურდათ.
სტიქიით დაზარალებულებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია და წალენჯიხის მერის მოადგილე ცოტნე შონია შეხვდნენ.
ცოტნე შონიას განცხადებით, სპეციალური კომისია დაადგენს ზარალის ოდენობას და ამის შემდეგ მოხდება დაზარალებული მოსახლეობისთვი კომპენსაციის გადახდა.
“უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა, რამოდენიმე ადმინისტრაციული ერთეული. მათ შორის ქალაქ წალენჯიხასა და ქალქ ჯვარში. ძირითადად ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, მილებიდან და წყალსაწრეტებიდან წყლის გამავლობის დაქვეითები გამო, გადმოვიდა ქუჩებზე და დატბორა რამოდენიმე ოჯახი. მუდმივმოქმედი კომისია ადგილზეა გასული და მუშაობს, თუ რა სახის ზიანი მიადგა მუნიციპლიტეტს. ყველა მოქალქე იქნება აყვანილი კონტროლზე, ვინც დაზარალდა, რაც შეეხება კომპენსაციის თანხობრივ ნაწილს, ეს ზარალის დათვლის შედეგად იქნება განააზღვრული”, – განაცხადა ცოტნე შონიამ.
დაზარალებულების თქმით, მათ ხელისუფლების დახმარების იმედი აქვთ, რადგან მათი თქმით, შემოსავლის წყარო დაკარგეს.