ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსი, სავარაუდოდ, კომპანია “Traveler GE”-ს ეკუთვნის

შატილის გზაზე ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსი სავარაუდოდ კომპანია “Traveler GE”-ს ეკუთვნის.  როგორც “რეგიონულ კვირას” კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ და ვერც ტურის მონაწილეებსა თუ მათ თანამშრომლებს უკავშირდებიან.
მისივე თქმით, კომპანიის ხელმძღვანელი პირები შემთხვევის ადგილზე მიდიან.
“რეგიონული კვირის” წყაროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი მაღალი სისწრაფით მიდიოდა, ნაწვიმარზე მოსრიალდა, მეორე მანქანას დაეჯახა და ხევში გადავარდა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 – მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი, რომელიც ტურით შატილში იყო, სოფელ ბისოსთან კლდოვანი ფერდობიდან გადავარდა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მდაიწყო. უწყების ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები