მმართველი პარტია გორის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” გორის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს
24 აგვისტოს, 20.00 საათზე მმართველი პარტია მოსახლეობას გორში გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილს წარუდგენს.
წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი – კახა კალაძე, პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი – არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.