ბათუმში შესვლა და გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი

ბათუმში სესვლა და გადაადგილება უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ჩაქვის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება უკვე ნებადართულია.
“ბათუმში, ჩაქვის მხრიდან შესასვლელ გზაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება. რაც შეეხება გასასვლელ გზას, უკვე დაიწყო ეტაპობრივად ტრანსპორტის გადაადგილება.
ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.
საგანგებო რეჟიმში მუშაობა გრძელდება”, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები