ძლიერი წვიმის შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კასრისწყალი დაიტბორა. წყალი ოჯახებს ეზოებსა და სახლების პირველ სართულებზე შეუვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაიტბორა კასრისწყლის საჯარო სკოლა და მიმდებარე ტერიტორია.
ახმეტის მერიის ინფორამაციით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ფოტო: mak.ge