ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ათობით ქუჩა, ეზო და სახლი დაიტბორა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, 112-ში დღის განმავლობაში 50 გამოძახება განხორციელდა.
“სამაშველო სამსახურის მიერ დროულად მოხდა პრობლემის მოგვარება. რამდენიმე ქუჩა ყვითელი ლენტითაა მონიშნული, რაც იმის მანიშნებელია რომ ტერიტორიაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია”, – თქვეს უწყებაში.