ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა ფუძნდება
ევროკავშირის მხარდაჭერით “ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია” ახალ პროექტს იწყებს. ამის შესხებ “რეგიონულ კვირას” ფოთის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იქმნება სრულიად ახალი ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის წახალისებასა და სათემო პრობლემების კვლევის აქტუალიზებას.
“პროექტი რამდენიმე სასწავლო მოდულისაგან შედგება და სკოლაში მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ კვალიფიციური ლექტორებისა და დარგის სპეციალისტების დახმარებით მიიღონ თეორიული ცოდნა, რომელსაც სკოლის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე პრაქტიკული დავალებების შესრულებით გაამყარებენ.
პროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა” ხორციელდება “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის სახსრებით.16-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში და, ამავე დროს, დაინტერესებულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებით, შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. პროექტის განხორციელების ვადებია 2020 წლის 21 სექტემბერი – 2020 წლის 20 დეკემბერი. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბერი.პროექტში მონაწილეობა უფასოა!
ეტებში” ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის სახსრებით.16-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში და, ამავე დროს, დაინტერესებულნი არიან ადგილპროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა” ხორციელდება “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის სახსრებით.16-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში და, ამავე დროს, დაინტერესებულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებით, შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. პროექტის განხორციელების ვადებია 2020 წლის 21 სექტემბერი – 2020 წლის 20 დეკემბერი. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბერი.პროექტში მონაწილეობა უფასოა.
პროექტის განხორციელების ვადებია 2020 წლის 21 სექტემბერი – 2020 წლის 20 დეკემბერი. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბერი.პროექტში მონაწილეობა უფასოა”, – ნათქვამია ფოთის მერიის ინფორმაციაში.