მალხაზ თორია: ლენჯერში კოვიდინფიცირებული 7 პირიდან 6 ერთი ოჯახის წევრია  

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის მალხაზ თორიას განცხადებით, მესტიაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა განმეორებითი ტესტირების შედეგად გამოვლინდა, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
„გვაქვს კორონავირუსის ახალი შემთხვევები სოფელ ლენჯერში, საუბარია 7 ახალ გამოვლენილ შემთხვევაზე, რომელთაგან 6 პირი ერთი ოჯახის წევრია, ხოლო მეშვიდე კი მათი კონტაქტია. მოგეხსენებათ მიმდინარეობს მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება, ამ დროისთვის გატესტილია 1 052 მოქალაქე. ადგილზე ეპიდემიოლოგების 5 ჯგუფი მუშაობს“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
თორიას ინფორმაციით, ჩაკეტილ ლენჯერსა და დაბა მესტიაში პროდუქტების დეფიციტი არ არსებობს. მისი თქმით, ადგილზე შეუფერხებლად მოძრაობს ყველა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მუნიციპალიტეს საკვები პროდუქტებით, თუ მედიკამენტებით ამარაგებს.
„მესტიის მუნიციპალიტეტში კვების პროდუქტების მიწოდება ხდება შეუფერხებლად და მოძრაობს ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელზეც წესდება არ მოქმედებას. სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტია კონტროლდება სამართალდამცველების მიერ. გრძელდება მასობრივი თერმოსკრინინგიც“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
23 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანში ვირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 7 ლენჯერის თემიდან ხოლო 4 მათი კონტაქტებია.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები