მესტიაში სოფელ ადიშთან მისასვლელი დროებითი გზა ეწყობა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშში, დროებითი გზის მოწყობის სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.
მესტიის მერიის ინფორმაციით, მთლიანობაში დაზიანებულია ადიშთან დამაკავშირებელი გზის 400-მეტრიანი მონაკვეთი.
სტიქიის საპრევენციო სამუშაოების ფარგლებში კალა-უშგულის დამაკავშირებელ გზაზე სოფელ იფართან ცენტრალური გზის გამაგრება და მდინარის კალაპოტის შეცვლა გუშინვე მოხერხდა. საპრევენციო სამუშოები ასევე ჩატარებულია და გზა გახსნილია ლენჯერის და მულახის თემებშიც. ძლიერი წვიმის შედეგად მესტიის სოფლებში პრობლემები გუშინ შექმნა, ადიდებულმა მდინარეებმა და წარმოქმნილა ღვარცოფებმა ძირითდად პრობლემა საგზაო ინფრასტრუქტურას შეუქმნა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და მოადგილე ნინო ვიბლიანი.