ბათუმში დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. შპს ,,ბათუმის წყლის“ თანამშრომლები ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.
ამ დროისთვის, როგორც სანიაღვრე არხები, ასევე ზღვაში გამსვლელი არხებიც იწმინდება.
როგორც კომპანიაში “რეგიონულ კვირას“ განუცხადეს აღნიშნულ ტერიტორიებზე არხები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება, თუმცა ძლიერი წვიმის გამო წყალი გუბდება და დროულ გადინებას ვერ ასწრებს.