აჭარაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამივე მათგანი საერთაშორისო გადაზიდვების ავტომობილის მძღოლია. ერთი საქართველოს, ხოლო ორი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომლებიც მკურნალობას თურქეთში გააგრძელებენ.
ქართველი მძღოლი კი სამკურნალოდ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრშია მოთავსებული.
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში სულ 915 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.
ამჟმადა კლინიკაში მკურნალობას 27 პაციენტი გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები