თერჯოლის მერიასა და საკრებულოს შორის ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრა გაიმართა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს შორის ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრა გაიმართა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე – ნინო ჯანელიძე შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საინტერესო და დაძაბული მატჩი მერიის გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.
შეხვედრის მიზანია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში.