სოფელ ჭელიაღელეში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეში 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებს სავარაუდო დამნაშავეები უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.