ლაგოდეხში საცხოვრებელი სახლის ეზოები და გზები დაიტბორა
გადაუღებელი წვიმის შედეგად ლაგოდეხში საცხოვრებელი სახლის ეზოები და გზები დაიტბორა. დატბორილია ზაქათალის, ქიზიყის და 300 არაგველის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები.
მოსახლეობის თქმით, ყოველი მსგავსი წვიმის შემდეგ ერთი და იგივე პრობლემა ჩნდება, რადგან სანიაღვრე სისტემა გაუმართავია.
ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.