რუსთავში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

 

რუსთავში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.

ამის შესახებ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ სოციალურ ქსელში დაწერა და რუსთაველებს პროექტის დაწყება მიულოცა.

“პროექტი, რომელსაც რუსთაველებს, ჯერ კიდევ მერობის კანდიდატობის დროს დავპირდი, განხორციელდება. მადლობა ყველა იმ სტრუქტურას და ადამიანს, ვინც ამ სამი წლის მანძილზე, ჩემთან ერთად არ დანებდა და იმედი არ დაკარგა, რომ რუსთავს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი ექნებოდა. ვულოცავ რუსთაველებს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის დასაწყისს! ჩვენ ერთად რუსთავისთვის კიდევ ბევრს შევძლებთ!”, – წერს ირაკლი ტაბაღუა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები