აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის ერთი ქობულეთში გუშინ გამოვლენილის კონტაქტია, ხოლო მეორე საკარანტინე სივრციდანაა გადაყვანილი.
ორივე პაციენტი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აგრძელებს.
ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში 1 100 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 26 პაციენტი მკურნალობს. სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კი კლინიკა უკვე დატოვა.