დაბა სვანეთსა და ლენჯერში კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება 800-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა
დაბა სვანეთსა და ლენჯერში კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება 800-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა.
მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგების 16 ჯგუფი მუშაობდა.
“გამოკვლეულებს შორის ვირუსის დამამახასიათებელი რაიმე სიმპტომები არცერთს აღენიშნებოდა. პასუხებს ველოდებით, რომელიც დღეს გახდება ცნობილი”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მესტიის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ჯამში, თერმოსკრინინგი 2500-მდე პირს ჩაუტარდა. ჩაკეტილი მესტია გაიხსნა, თუმცა ბლოკსაგუშაგოები ადგილზე რჩება.
ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა. ამ დღეს ცნობილი გახდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში COVID 19-ის 12 შემთხვევა დადასტურდა.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა, საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა.