გოგა ჩანადირი: არ ვაჭარბებ და მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მარანი სოფელ ველისციხეშია

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფეისბუქის პირად გვერდზე სოფელ ველისციხეში მარან “ნუმისი”-ს ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ის მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მარანია.

ჩანადირის სტატუსს “რეგიონული კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“არ ვაჭარბებ და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარანი სოფელ ველისციხეშია. მას “ნუმისი” ჰქვია და მთავარი შემოქმედი ქალია – ნუნუ კარდენახიშვილი.
ეს მხოლოდ მარანი არ არის, ეს არის მუზეუმიც, სადაც ნახავთ უამრავ საკრავსა და ფირსაკრავს, ძველებურ უთოებს, ხელსაბნებს, ღვინოსთან დაკავშირებულ ჭურჭელსა და ასე შემდეგ.
წლების წინათ ქალბატონმა ნუნუმ ეს ძველი სახლი შეიძინა, გაპარტახებული მარანი აღადგინა და იქაურობა წალკოტად აქცია.
აქ სტუმრებისთვის იშლება სუფრები და ისეთი ღვინო მოაქვთ, წამოსვლა არ მოგინდება.
ტურისტებს ეთნოგრაფიულ პირობებს სთავაზობენ, აცხობინებენ პურს, ავლებინებენ ჩურჩხელას. მწვადის შეწვაც შეუძლიათ.
ეზო ცალკე სამოთხეა, სადაც ბატები და გედებიც ბინადრობენ. მალე მცირე ზომის სასტუმროც იქნება.
ეს არის გარემო, რომელიც ყველამ უნდა ნახოს.
მეტის გასაგებად გამოიყენეთ ტელეფონი:
599 561 031
#ქართულისაქმე

აღმოაჩინე ის, რაც შენია”,- წერს ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები