ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დაზარალდა. არსებული ინფორმაციით, დასეტყვილია ქალაქი საგარეჯო, პატარძეული, ნინოწმინდა და წყაროსთავი.
“საკარმიდამო ნაკვეთები დაისეტყვა საგარეჯოში. ამ დროისთვის რაცაა ცნობილი, ვენახები არ დასეტყვილა. რა ზარალი მიადგა მოსახლეობას, ამის დათვლას კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს. ახლა ღამეა და ჭირს ზუსტი ინფორმაციის მიღება”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის სადენი, რის გამოც, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ქალაქი საგარეჯო და რამდენიმე სოფელი. დაწყებულია სამუშაოები და ელექტროენერგია მოსახლეობას უახლოეს ერთ საათში აღუდგება.