სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა ENPARD III-ის ფარგლებში
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის(ENPARD) ფარგლებში, სასოფლო–სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად, საგრანტო კონკურსის მესამე ეტაპის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საგრანტო ინიციატივის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას. ამ საგრანტო ციკლში პრიორიტეტი მიენიჭება ტრაქტორის შესაძენად შემოსულ საგრანტო განაცხადებს.
კონკურსი ორ საგრანტო კატეგორიას მოიცავს. პირველ კატეგორიაში სასოფლო–სამეურნეოინიციატივები დაუფინანსდებათ ფერმერებს, კოოპერატივებს და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ხულო, ქედა. ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც ევროკავშირის ENPARD პროგრამისფარგლებში, ევროპული LEADER მიდგომით, უკვე ხორციელდება სოფლის განვითარების პროექტები. დაფინანსდება კაპიტალური ინვესტიციები, როგორიცარის მანქანა–დანადგარები დატექნიკური აღჭურვილობა სოფლის მეურნეობისნებისმიერ სექტორში.
მეორე საგრანტო კატეგორიაში კი გრანტები გაიცემა იმ ფერმერების, კოოპერატივების და საქართველოში რეგისტრირებული მცირე და საშუალომე წარმეებისთვის, რომლებიც სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას ეწევიან: ახალციხის, დუშეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, წალკის, ნინოწმინდის, ასპინძის, ყვარლის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ამ კატეგორიაში დაფინანსებას ექვემდებარება კაპიტალური ინვესტიციები შემდეგ სექტორებში: მესაქონლეობა–მეძროხეობა (ყველაჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მერძევეობა (ყველაჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მეკარტოფილეობა(წალკა, ნინოწმინდა და ასპინძა), მებოსტნეობა(ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი) და ხორბალი(სიღნაღი).
საგრანტო კონკურსი ასევე ითვალისწინებსსაქართველოს ნებისმიერ რეგიონშირეგისტრირებული კოოპერატივისთანადაფინანსებასაც.
საგრანტო კონკურსის მიხედვით, არ დაფინანსდებასაოპერაციო და საბრუნავი ხარჯები: დასაქმებულთახელფასები, სასოფლო–სამეურნეო ნედლეულის დასათესლე მასალების ხარჯი. ორივე კატეგორიისსაგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილინებისმიერი თანხის ოდენობა უნდა იყოს მინიმუმ1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და მაქსიმუმ150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
გრანტის გაცემისას პროგრამა უზრუნველყოფს 40%-იან დაფინანსებას. შესაბამისად, განმცხადებელსმოეთხოვება მთლიანი საინვესტიციო ღირებულებისმინიმუმ 60 %-ის თანადაფინანსება.
პროგრამით ასევე გათვალისწინებულია მხარდაჭერაისეთი სპეციფიკური ინვესტიციების, რომლებსაცექნებათ მნიშვნელოვნად დადებითი ზეგავლენაქვეყნის ეკონომიკაზე, სოციალურ მდგომარეობასა დაგარემოს დაცვაზე. ამ კონკრეტული ტიპისპროექტების დაფინანსება შესაძლოა გაიზარდოს60%-მდე.
მერიაში გამართულ შეხვედრას თეთრიწყაროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები, ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები ესწრებოდნენ.
განაცხადების მიღება 30 სექტემბერს დასრულდება. თარიღების, განაცხადის წარდგენის, საჭიროთანდართული დოკუმენტაციისა და ხელშეწყობილიინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მისაღებადეწვიეთ ვებგვერს: WWW.FAOGRANTS.GE
დამატებითი კონსულტაციისათვის გთხოვთდაუკავშირდეთ რეგიონალურ კოორდინატორს: გოჩა ლობჟანიძეს 599 952 521
globjanidze@cnfageorgia.org
(R)