“ქართული ოცნება” მარნეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს
მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” მარნეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაურ დარგალს წარადგენს. წარდგენა ამ წუთებში დაიწყო და მოსახლეობას, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დარგალი და სხვა ლიდერები ხვდებიან.