პარლამენტის თავმჯდომარე: საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულდება აგვისტოში

საარჩევნო სიაში იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე ახალი თანაგუნდელები და იქნებიან წარმოდგენილი ქალი პოლიტიკოსები – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ “ქართული ოცნების” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სიასთან დაკავშირებით განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სიასთან დაკავშირებული კონსულტაციები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

„საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულდება აგვისტოში, ჩვენ ვგეგმავთ სექტემბერში წარვადგინოთ სია სადაც იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და ასევე იქნებიან ახალი თანაგუნდელები, რომლებიც მეტ ენერგიას და მეტ მოტივაციას შემოიტანენ გუნდში. ასევე იქნებიან წარმოდგენილი ქალი პოლიტიკოსებიც, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხარდასაჭერად. კამპანიას ჩვენ ვატარებთ როგორც ხედავთ ძალიან აქტიურად. ყველა ლიდერი, რომელიც მონაწილეობს საარჩევნო კამპანიებში არიან რეგიონებში. ჩვენ ვხვდებით საზოგადოებას და რასაკვირველია, მივიტან ხალხთან იმ გეგმებს, რისთვისაც ჩვენი მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ დაგვიჭერენ მხარს. რისთვისაც საზოგადოება ენდობა “ქართულ ოცნებას”. მე მინდა გითხრათ, რომ პარტიის თავჯდომარე რასაკვირველია ჩართულია ჩვენი პარტიის მუშაობაში, მათ შორის საარჩევნო კამპანიის დაგეგვმასა და განხორციელებაში და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გეგმებით და ამ გამოცდილი გუნდით მივიღებთ საზოგადოების მხარდაჭერას“,- განაცხადა თალაკვაძემ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები