თალაკვაძე: გაეროს ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში ეფექტური ნაბიჯები გადადგა

“მოხარულები ვართ, რომ გაეროს ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში ეფექტური ნაბიჯები გადადგა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება.

„მოხარულები ვართ, რომ ჩატარებულმა კვლევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პანდემიის პირობებში გადადგა ეფექტური ნაბიჯები მიიღო სწორი გადაწყვეტილებების სოცილაურ დახმარებებთან დაკავშირებით, პრიორიტეტები იყო სამართლიანად განსაზღვრული. ჩვენ, პირველ რიგში, დავეხმარეთ ბავშვებს და სწორედ ამ კვლევაში არის ეს განსაკუთრებულ პოზიტივად შეფასებული. ჩვენ დავეხმარეთ მრავალშვილიან ოჯახებს, ადამიანებს რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ჩვენს თანამოქალაქეებს და ასევე სხვა სოციალურ ჯგუფებს. ჩვენ განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქებზე და გავაკეთებთ ყველაფეერს იმისათვის, რომ აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა. ეს არის გლობალური გამოწვევა, თუმცა როგორც ხედავთ ჩვენ ყველამ ერთად ვირუსის ფართო გავრცელების შეჩერება და საქართველო ამ მომენტისთვის ეფექტურად უმკლავდება ამ გამოწვევას. სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მომავალშიც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელისუფლებო გუნდი მზად არის, რომ აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და რაც მთავარია, აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის და თითოეული ოჯახის ეკონომიკა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები