შალვა კერესელიძე: წილკან-წეროვანის დამაკავშირებელი გზა წლის ბოლომდე რეაბილიტირდება
მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის და სოფელ არანისის მოსახლეობას შეხვდა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს საკუთარი გეგმები გააცნო და პრობლემები მათგან პირადად მოისმინა.
მაჟორიტარობის კანდიდატი დევნილთა დასახლებაშიც იმყოფებოდა, წილკანში და წეროვანში შალვა კერესელიძე იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
მოსახლეობამ შალვა კერესელიძეს წილკნის და წეროვანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სთხოვა. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით აღნიშნული პრობლემა ორი სოფლის მოსახლეობას წლის ბოლომდე მოუგვარდება.
„წეროვანში და წილკანში შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს მხრიდან გასულ და მიმდინარე წელსაც მსხვილი პროექტები განხორციელდა,მოწესრიგდა სანიაღვრე არხები,მოეწყო სკვერები მოხდა საბავშვო ბაღების მშენებლობა,გზებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.შეხვედრების დროს მოსახლეობა დადებითად არის განწყობილი ისინი გრძნობენ სახელმწიფოსგან მხარდაჭერას,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ.