დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, ჩაკეტილი სვანეთი დღეს გაიხსნა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩაკეტილი სვანეთი დღეს გაიხსნა. ლენჯერისა და დაბა მესტიის გარდა,  რეგიონის მასშტაბით გადაადგილება უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი, თუმცა ბლოკპოსტები ადგილზე მანამ დარჩება სანამ მოქალაქეები საკარანტინე სივრცეებს არ დატოვებენ.

მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, მუნიციპალიტეტში განმეორებითი ტესტირება გუშინ ლენჯერიდან დაიწყო, პროცესი დღეასაც გაგრძელდება.

“სვანეთის შემოსასვლელიდან – ბარჯაშში, სადაც საპოლიციო ბლოკსაგუშაგო იყო, რჩება ადგილზე. თუმცა გზა გახსნილია. ნებისმიერ მოქალაქეს უშგულამდე ასვლა შეუძლია. შეზღუდვები მოიხსნა, გარდა ლენჯერისა და დაბა მესტიისა. მოქალაქეები რჩებიან საკარანტინე სივრცეებში და შესაბამისად, პოლიცია წესრიგის დაცვის მიზნით, დარჩება ბლოკსაგუშაგოებზე”, – განაცხადა მესტიის მერმა

რაც შეეხება სვანეთში ჩარჩენილ მოქალაქეებს, მათ საკარანტინე სივრცეების დატოვება ტესტირების ჩატარების შემდეგ, მომავალი კვირიდან შეეძლებათ.

ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა. ამ დღეს ცნობილი გახდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში COVID 19-ის 12 შემთხვევა დადასტურდა. მესტიაში ამ დრომდე, სულ “კოვიდ19”-ის 48 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები