სტიქია ლენტეხში – ჩოლურის თემის სოფლები გარესამყარიოს მოწყდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში დილის 5 საათზე დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ ჩოლურის თემის რამდენიმე სოფლის მისასვლელი გზა დააზიანა და 3 შიდასასოფლო ხიდი წაიღო.

როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ის სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში იმყოფება და შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე ეცნობა სიტუაციას.

“ლენტეხში მოსულმა ძლიერმა წვიმამ, რომელიც გამთენიისას დაიწყო, კარგა ხანს გასტანა და ჩოლურის თემის სოფლები – საყდარი, დურაში, ესიერი, ტვიბი გარესამყაროს მოწყვიტა. საქმე იმაში მდგომარეობს რომ ნალექმა შიდასასოფლო ხიდები წაიღო და სრულად გაანადგურდა სოფლებთან დამაკავშირებელი გზა. ამ ეტაპისთვის მოსახლეობასთან მხოლოდ სატელეფონო კავშირს ვამყარებთ, დაზიანებულია მჟავეწყლისკენ მიმავალი გზის მონაკვეთიც და ადიდებულია მდინარე ლასკადურაც. ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები საბედნიეროდ არ დაზიანებულა. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები, წუთი წუთზე ველოდებით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი მაქარაშვილს და მაჟორიტარს – გოჩა ენუქიძეს“, – განაცხადა ლენტეხის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები