ჩხოროწყუს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ჩხოროწყუს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. კობა ჯიქია წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტზე ჩხოროწყუს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, 14 აგვისტოს აირჩიეს.
აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ბესიკ ესებუამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
” 7 აგვისტოდან გახლდით საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. ხოლო 14 აგვისტოს საკრებულომ ამირჩია თავმჯდომარედ. ძალიან საპასუხისმგებლოა ეს თანამდებობა, ეს არის წარმომადგენლობითი ორგანო და მინდა, რომ თითოეული დეპუტატის ხმა ღირსეულად ისმოდეს საკრებულოში”, – განაცხადა კობა ჯიქიამ.
ცნობისთვის, ჯიქია მანამდე, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.