ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყის მასივს ცეცხლი უკიდია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მომიჯნავედ , სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ტყე იწვის. აღნიშნული ინფორმაცია ,, რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების განმარტებით , საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს .

,,გიდასტურებთ, რომ სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ , ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა . ადგილზე იმყოფებიან ჩვენი ჯგუფები და ამ დროისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ შეინიშნება”,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები