სოფელ ცხამში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხამში, ეთო-ეხვევის უბნიდან მეფრინველეობის ფაბრიკისკენ საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ამჯერად, გზის საფარი 970 მეტრზე რეაბილიტირდება. პროექტის დაფინანსების წყარო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტია.