მიხეილ რამიშვილი: თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩატარებულ ექსპერიმენტზე პასუხი სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტზე პასუხი სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ექპერტიზის შუალედური პასუხი სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

“ზაფხულია, თეთრიწყაროში დღისით და ღამით თავისი კლიმატია. ავტომობილი ზუსტად მოთავსებულია იმ ადგილას, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს. ყველაფერი გადამოწმდება, შემოწმდება 18-დან 22 რიცხვამდე რა ტემპერატურა იყო დღისით და ღამით. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს თვის ბოლოს. თვის ბოლოს თუ არ იქნება პასუხები არანაირ ნდობასა და იმედზე არ იქნება საუბარი. დღეს ასევე უნდა იყოს ექსპერტიზის შუალედური პასუხები, საბოლოო კი თვის დასასრულს”, – განაცხადა ადვოკატმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები