სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში კორონავირუსზე მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება იწყება

სვანეთში, სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში მოსახლეობის კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება დღეს იწყება.

როგორც „რეგიონულ კვირას“ მესტიის მერმა – კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, განმეორებითი ტესტირება ეპიდაფეთქების კერაში დღეს, 17:00 საათიდან დაიწყება.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მესტიის დანარჩენ 15 სოფელში 21 აგვისტოდან უქმდება.

„სპეციალური ჯგუფი მზადაა დღეს, ხუთ საათზე ლენჯერიდან დავიწყოთ განმეორებითი ტესტირება. ვინაიდან ინფიცირების წყარო ეს სოფელი გახლდათ, სწორედ ამიტომ აქ შეზღუდვები კვლავ რჩება. ხოლო მესტიის 17 სოფლიდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა დაწესებული შეზღუდვები იხსნება“ , – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა. ამ დღეს ცნობილი გახდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში COVID – 19-ის 12 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ჩაკეტილ მესტიაში “კოვიდ19”-ის 48 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები