შალვა კერესელიძე​ წინამძღვრიაანთკარში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა

 

“ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთაში, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში შალვა კერესელიძე​ წინამძღვრიაანთკარში ჩასახლებულ სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შალვა კერესელიძემ მოსახლეობას ის გეგმები გააცნო რის განხორციელებასაც ის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, წინამძღვრიაანთკარში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგდათ, ასევე ნაწილობრივ მოუგვარდათ სასმელი წყლის მიწოდებაც.

შეხვედრის დროს მოსახლეობამ შალვა კერესელიძეს დახმარება ბინების რეგისტრაციაში სთხოვეს, რაზეც დეპუტატობის კანდიდატისგან დახმარების პირობა მიიღეს.

მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფლების ზაქაროს, ბიწმენდის, ჯიღაურას და გალავნის მცხოვრებლებსაც შეხვდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები