მარინა ეზუგბაია: 9 ახალი შემთხვევიდან 4-ის ინფიცირების წყარო არის ლენჯერი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.
მისივე თქმით, ამჟამად კოვიდცენტრებში 245 ადამიანი მკურნალობს.
“კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში ამჟამად, 245 ადამიანი მკურნალობს. აქედან 6 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, 22-ის მდგომარეობა მძიმეა.
9 ახალი შემთხვევიდან 4-ის ინფიცირების წყარო არის ლენჯერი, სამი შემთხვევა შემოტანილია და მათგან ერთი სატვირთოს მძღოლია, ერთი სამედიცინო პერსონალია აფხაზეთიდან, ერთის წყარო უცნობია და წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
ჩვენს ცენტრში 36 პაციენტია. ერთი კრიტიკულად მძიმეა, ორი მძიმეა, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”,- განაცხადა ეზუგბაიამ.