რუსთავში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება

რუსთავში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” “ცხელების ცენტრში” განუცხადეს.

მათი თქმით, რუსთავის “ცხელების ცენტრში” გუშინ, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 8 პირის საკვლევი მასალიდან კორონავირუსზე არცერთი დადასტურდა.

“დღეს,  ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ 9 ახალი პაციენტია მოთავსებული. ყველა მათგანი რუსთაველია. ადგილობრივი სპეციალისტები მათ საკვლევ ბიოლოგიურ ნიმუშებს დღის განმავლობაში აიღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან”,- განაცხადეს “ცხელების ცენტრში”.

ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 21ფაქტი გამოვლინდა, მათგან 13 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები