აჭარაში კორონავირუსისგან ორი პაციენტი განიკურნა
აჭარაში კორონავირუსისგან ორი პაციენტი განიკურნა. მათ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო უკვე დატოვეს.
გასული 24 საათის განმავლობაში, PCR ტესტი ჩაუტარდა 1235 პირს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ცნობისთვის, ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას COVID დადებითი 25 პაციენტი აგრძელებს.