“თერჯოლა 2020” – ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით ზედა ალისუბნის საჯარო სკოლის ეზოში ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, ზედა ალისუბნის საჯარო სკოლის ეზოში “ახალგაზრდული ბანაკი – თერჯოლა 2020” მოეწყო.

ბანაკის გახსნის ცერემონიალს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მერის მოადგილე მანუჩარ რობაქიძე, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი მირზა ქოჩიაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, მერის წარმომადგენელი იაგო აბჟანდაძე, საკრებულოში სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბუცხრიკიძე დაესწრნენ და მოსწავლე-ახალგაზრდებს დროის სასიამოვნოდ და შინაარსიანად გატარება უსურვეს.

სხვადასხვა აქტივობებით, ლაშქრობებით, სპორტული და კულტურულ ღონისძიებებით დატვირთულ 3 – დღიან ბანაკში ახალგაზრდები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მონაწილეობენ.

“ასეთი სახის ღონისძიებების მიზანი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების გაცნობა-დამეგობრება, ასევე შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაა და განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, კოვიდინფექციიდან გამომდინარე რეგულაციების გამო. ღია სივრცეში აქტივობები ახალგაზრდებისათვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კვლავ გაგრძელდება”, – აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.

ახალგაზრდული ბანაკი მერის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები