საგარეჯოში სპეცტექნიკა უხვი ნალექის დროს ჩახერგილ სარწყავ არხს წმენდს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარში სპეცტექნიკის მიერ სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, უხვი ნალექის დროს ჩახერგილმა სარწყავმა არხმა გზების დატბორვა და სავალი ნაწილის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო შესაბამისი ზომები და მოახდინა მყისიერი რეაგირება, თუმცა ბალანსზე არსებული ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს მელიორაციის მიერ მოხდა დამატებითი სპეც ტექნიკის მობილიზება, რის შემდეგაც დაიწყო სოფელ კაზლარის სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოები.
სოფლის მრავალწლიანი პრობლემა რამდენიმე დღეში სრულად გადაიჭრება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები