მარტვილში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი შენდება

ონოღიაში თანამედროვე სტანდარდების საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარტვილის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში შენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი. საბავშვო ბაღები შენდება ასევე დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
საბავშვო ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DESIGN” ახორციელებს.
ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური გავითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები