წინანდალში ახალი საბავშვო ბაღი შენდება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საბავშვო ბაღში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგუინულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში ბაღს ახალი ჯგუფი დაემატება, რომელიც დარბაზს, ბავშვების ოთახს, გასახდელს, საძინებელსა და სველ წერტილებს მოიცავს.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 312 526 ლარით ფინანსდება.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,კ და გ,, ასრულებს.