21 აგვისტოდან სვანეთში შეზღუდვები იხსნება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები უქმდება.
ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა. ამ დღეს ცნობილი გახდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში COVID 19-ის 12 შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით, ჩაკეტილ მესტიაში “კოვიდ19”-ის 48 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.