გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთერთი ინფიცირებული ქობულეთის მკვიდრია, ხოლო მეორე საკარანტინო სივრციდანაა გადაყვანილი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში კაფე ,,ჰავანაში“ ინფიცირებულის კონტაქტებიდან 23 პირი თვითიზოლაციაშია.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის თქმით, ქობულეთში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.
“ჰავანას“ კონტაქტებიდან 40 პირს ანალიზები აუღეს, პასუხები კი ხვალ გახდება ცნობილი.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში ჯამში 27 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.