ბათუმში სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავს დაესხნენ და თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. თავდამსხმელებმა თანხის წაღება ვერ მოახერხეს. დაზარალებულს სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.
ადგილზე სამართალდამცველეი არიან მობილიზებულნი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.