გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულების ადვოკატებმა მცხეთაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის 5 ეპიზოდი გაითამაშეს – ავტოსამრეცხაოსთან, სადაც „ტოიტა ქამრის“ მანქანა გაჩერდა, ე.წ. მწვანე სახლში, სადაც ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიმალა და ფერად შენობასთან, უშუალოდ იმ გზაზე, სადაც მოწმეების თქმით, გიორგი შაქარაშვილი გაიქცა და მას შედეგ დაიკარგა მისი კვალი.

ტრაგიკული ღამის მოვლენების ინსცენირებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. ისინი საქმეში არ ფიგურირებენ, თუმცა ადვოკატების თქმით, ექსპერიმენტში ჩართვა საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეში არსებული ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები ტყუილია.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

საქმეზე ხუთი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები